98 episodes

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

შემდეგი პოდკასტ‪ი‬ NEXT.On.ge

    • Science
    • 4.8 • 11 Ratings

ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოდკასტი NEXT.On.ge-სგან.

    რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას

    რუსული კანონის ეფექტი — რა ემუქრება მეცნიერებას

    მეორე წელია ქართული ოცნება რუსული კანონის დამტკიცებას ცდილობს. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს პროტესტით შეხვდა და გვესმის საფრთხეებზე, რაც ამ კანონის დამტკიცებამ შეიძლება გააჩინოს.
    შემდეგ პოდკასტში ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად ცუდად შეიძლება ეს აისახოს ქვეყანაში მეცნიერებასა და განათლებაზე. ჩვენი სტუმარია ალტე უნივერსიტეტის ციფრულო ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია.

    • 1 hr
    რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია

    რა შეცვალა სტივენ ჰოკინგმა — ყველაფრის თეორია

    სტივენ ჰოკინგი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი იყო. ის 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეცნიერად ითვლება, რომელსაც მრავალი ჰიპოთეზა თუ თეორია უკავშირდება.
    ჰოკინგს ხშირად აკავშირებენ შავ ხვრელებთან, დიდი აფეთქების თეორიასთან, ყველაფრის თეორიის (ფიზიკის უნიფიკაცია) შემუშავების მცდელობასთან და სხვა მოწინავე სამეცნიერო კონცეფციებთან.
    შემდეგი პოდკასტის 96-ე ეპიზოდში სწორედ სტივენ ჰოკინგზე ვსაუბრობთ. მიმოვიხილავთ ჰოკინგის მოღვაწეობას, ცხოვრებასა და იმას თუ რა შეცვალა მან მეცნიერებაში.
    ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ლადო რაზმაძე.

    • 1 hr 8 min
    კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი

    კლიმატის ცვლილება — განახლებადი ენერგიის პოტენციალი

    1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების შედეგები სულ უფრო აშკარაა.
    ამის ფონზე, ენერგოეფექტურობა და ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება უმნიშვნელოვანესია და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის შესამცირებლად დიდ როლს ასრულებს.
    შესაბამისი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვით შესაძლებელია მინიმუმამდე შემცირდეს ენერგიის ფლანგვა, სათბურის აირების ემისია და წიაღისეული საწვავის გამოყენება.
    შემდეგი პოდკასტის 95-ე ეპიზოდში სწორედ განახლებადი ენერგიის პოტენციალზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე.

    • 43 min
    ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა

    ისააკ ნიუტონი — გრავიტაციის ძალა

    პოდკასტში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცნიერზე, ისააკ ნიუტონზე ვსაუბრობთ. ბევრს ის ყველა დროის უდიდეს ფიზიკოსად მიაჩნია და ამას აქვს თავისი მიზეზები. სწორედ ნიუტონმა აღწერა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, გააანალიზა/შეისწავლა სინათლე, ჩამოაყალიბა პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება, შეიმუშავა კალკულუსი და რაც მთავარია, აღმოაჩინა გრავიტაცია!
    თუმცა, ამის გარდა, ის იყო ძალიან უცნაური და საინტერესო პიროვნება. შემდეგი პოდკასტის 94-ე ეპიზოდში სწორედ ამ ყველაფერზე მოგითხრობთ. ჩვენი სტუმარია ფიზიკოსი ირაკლი ჯოხაძე.

    • 1 hr 14 min
    გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში

    გლობალური დათბობა — რა იცვლება საქართველოში

    გლობალური დათბობის ტემპი სულ უფრო ჩქარდება — კლიმატის ცვლილების შედეგებს სულ უფრო მეტი ადამიანი გრძნობს.
    1880 წლიდან მოყოლებული დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსით გაიზარდა. საგანგაშოა, რომ 21-ე საუკუნიდან მოყოლებული საშუალოდ თითქმის ყოველი წელი, წინა წელთან შედარებით უფრო ცხელია.
    გლობალურ გამოწვევებთან ერთად, საინტერესოა რა მდგომარეობაა საქართველოში: რა მოვლენებთან გვაქვს საქმე, რა ცვლილებებია შესამჩნევი ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, რა უნდა ვქნათ ამ პროცესებთან ადაპტირებისთვის.
    შემდეგი პოდკასტის 93-ე ეპიზოდში სწორედ ამ თემებს განვიხილავთ. ჩვენი სტუმარია მარიამ დევიძე, გარემოს დაცვითი ექსპერტი და კლიმატის ცვლილებების მკვლევარი.
     

    • 1 hr 2 min
    CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები

    CES 2024 — მომავლის ტექნოლოგიები

    სულ ცოტა ხნის წინ ტექნოლოგიური შოუ CES 2024 გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექკომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს.
    შემდეგ პოდკასტის 92-ე ეპიზოდში CES 2024-ს მიმოვიხილავთ. გიყვებით იმაზე, რაც CES 2024-ზე არ უნდა გამოგრჩენოდათ. ჩვენი სტუმარია ანტერპრენერი და ტექნოლოგიების ენთუზიასტი, ბექა ზაქაიძე.

    • 1 hr 31 min

Customer Reviews

4.8 out of 5
11 Ratings

11 Ratings

David Gogishvili ,

🌀

ქუულ

Mari2992 ,

პოდკასტი კარგი თემებით და ცუდი წამყვანით

საინტერესო თემებია ხოლმე პოდკასტში და სტუმრებიც უმეტესად ძალიან კარგი, ჭკვიანი და თავისი საქმის მცოდნე ხალხი არიან მაგრამ წამყვანის მოსმენა არის ტანჯვა :( თავისი ზედაპირული ცოდნით ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ულოგიკოდ დახტის თემიდან თემაზე ისე რომ სტუმარს არ აცდის აზრის ჩამოყალიბებას. ამდენ ლაპარაკში ბევრ სისულელესაც ამბობს და თუ ვინმე არ დაეთანხმა ან რამე შეუსწორა მერე იწყება თავის გამართლების და ნათქვამის გადასხვაფერების საცოდავი 10 წუთიანი მცდელობa. Cringey.

ნაკლები ილაპარაკე გთხოვ 🙏

Top Podcasts In Science

Radiolab
WNYC Studios
Hidden Brain
Hidden Brain, Shankar Vedantam
Something You Should Know
Mike Carruthers | OmniCast Media | Cumulus Podcast Network
Ologies with Alie Ward
Alie Ward
StarTalk Radio
Neil deGrasse Tyson
Sasquatch Chronicles
Sasquatch Chronicles - Bigfoot Encounters

You Might Also Like